რეზონანსი
21.09.2018

 პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის თქმით, კანაფის კულტივაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის შესახებ მისი განცხადება არასწორად იქნა მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომლის შემდეგაც ის კანაფის დედოფლად მონათლეს.

"როდესაც ვთქვი, რომ მე საინფორმაციო კამპანიის სათავეში ჩავდგები, რომელიც არის საშინელი დაავადება, რომელიც უნდა იყოს მიტანილი სკოლიდან ბოლომდე ახალგაზრდებთან, რომ ამით ახალ პერსპექტივას კი არ შოულობენ, თავიანთ ცხოვრებაში ყველა პერსპექტივას კარგავენ, ამის მიმტანი ვიქნები მე. ჩავდგები ამ საინფორმაციო კამპანიაში. ზოგიერთმა მედიამ და ზოგიერთებმა კი ცუდად  გაიგეს და ამიტომ მომნათლეს კანაფის დედოფლად. ძალიან მიხარია, რომ იმ დროს, როდესაც მუშავდება ეს კანონმდებლობა, ის ნაწილი, რომელიც ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო, ჯერჯერობით გადადებულია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×