რეზონანსი
20.09.2018

ბიძინა ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილის სახლში, დაახლოებით, 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ტელეკამერების გამოჩენის შემდეგ უსაფრთხოების ზომები მიმდებარე ტერიტორიაზე გააძლიერეს და შიდა ტერიტორიის გადაღების უფლება არ მისცეს.

ვანო ჩხარტიშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილს მხოლოდ ფოლკლორზე ელაპარაკა და არ უსაუბრიათ იმ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე, სადაც ვანო ჩხარტიშვილი ივანიშვილის სახელით სიგარეტის ბიზნესს ანაწილებს.

ვანო ჩხარტიშვილი ადასტურებს, რომ „ომეგა ჯგუფს“ „თბილისის თამბაქოს“ შორის მოლაპარაკებები გაგრძელდა, თუმცა შეთანხმება საბოლოოდ ვერ შედგა. ბიზნესმენი ფაბრიკაციას უწოდებს ჩანაწერის იმ ნაწილს, სადაც ისმის, როგორ სთხოვენ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილის სახელით ბიზნესის დათმობას.

"კურიერის" ინფორმაციით 5 საათიანი შეხვედრა თავად ბიძინა ივანიშვილმა ისე დატოვა, რომ ”ომეგა ჯგუფის ” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე განმარტების გაკეთება არ ისურვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×