რეზონანსი
20.09.2018

 ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, მედიით გავრცელებული ხმოვანი ჩანაწერი, რომელიც კომპანია “ომეგა”-ს საქმეს ეხებოდა არის ორი წლის წინანდელი. მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილი დახმარების თხოვნით თავად მივიდა.

“მას უნდოდა, რომ როგორღაც ინტეგრაცია მომხდარიყო. ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი მისი წინადადებების წარმოდგენის შემდეგ. ეს შეთანხმება არ შედგა და თუ რამე პრეტენზია ჰქონდა ორი წელი რას ელოდებოდა? 

ბიზნეს წარმომადგენელი, რომელიც მიკროფონებით დადის, იმ ადამიანებთან მადლობა უფალს, რომ არ შედგა ურთიერთობა. რაც შეეხება ფოტოს, რომელიც გავრცელდა, ჩემი ნებართვით იყო გადაღებული”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×