პარლამენტში დეპუტატებს გიგა ბოკერიასა და ზაზა პაპუაშვილს შორის ჩხუბი ატყდა.
"რას ძველბიჭობ... აქა ვარ, არსად არ მივდივარ", " რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ცინიკოსებიც ხართ, უზრდელებიც ხართ და უტიფრებიც ხართ" - ასე ლანძღავდნენ ერთმანეთს დეპუტატები..
საქმე საპარლამენტო კომისიის მუშაობას შეეხებოდა: "წულუკიანი გყავდათ იქ დაკითხვაზე და ორი წუთის მეტი"... - ამ ფრაზის დასრულების საშუალება არ მისცეს პაპაუშვილს, რის საპასუხოდაც მან "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს ასე მიმართა:
"ჯერ ერთი ან რა მორალური უფლება გაქვთ, მანდ რომ ზიხართ და ლაპარაკობთ რაღაცებს, ან კომისიის წევრობა რად გინდათ და ეგ ხელმძღვანელობა" - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამის შემდეგ პარლამენტში გაწევ-გამოწევა დაიწყო და ვითარება ამჟამადაც დაძაბულია.