რეზონანსი
20.09.2018

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება დაიძაბა. დეპუტატებს შორის ჩხუბი ზაზა პაპუშვილის განცხადებამ და უმცირესობის მიმართ რეპლიკებმა გამოიწვია. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა იყო უგვანო და უშინაარსო. ამასთან, მან უმცირესობის დეპუტატებს უზრდელი უწოდა.

“ეს ადამიანები, ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტანენ. კომისიამ სამი თვის განმავლობაში მარტო რეკომენდაციების გასაცემად იმუშავა. აქ ლაპარაკი იყო ცინიზმზე, უტიფრობაზე. რამდენჯერ უნდა გითხრთ, რომ ხართ უტიფრები, ცინიკოსები, უზრდელები და კიდევ მეტი... ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო“, - მიმართა უმცირესობის წევრებს ზაზა პაპუაშვილმა, რომლის შეფასებებსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

"აიპიენის" ცნობით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×