რეზონანსი
20.09.2018

 (რეზონანსი) რეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას ხსნის და მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

შენგელაია აცხადებს, რომ მან, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მხარდაჭერისთვის "ქართულ ოცნებას" მიმართა, თუმცა პარტიისგან უარი მიიღო.

„მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ვხსნი იმიტომ, რომ ამ ვითარებაში, სადაც იქნება ფულების ტრიალი ჩემი მონაწილეობა ამ არჩევნებში მე უკადრისად მეჩვენება.

ნუ ჰგონიათ ვინც არიან ხელისუფლებაში, რომ მე სადმე მივდივარ. მე უბრალოდ მათთან ერთად არ მინდა. იმ საარჩევნო უბანში მისვლა სადაც ეგენი მივლენ.

მე ხალხს მოვუწოდებ, ჩავატარებ მიტინგებს. შევთანხმდებით, გავაგებინებ რასია საქმე, იმასაც წავუკითხავ რა თქვა თომას ჯეფერსონმა, ჩვენ მათ მთავრობას გადავაყენებთ"- ამბობს შენგელაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×