რეზონანსი
20.09.2018

 (რეზონანსი) მამის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული ს.ტ.-ს დანიშნული ჯარიმა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 აპრილს, ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდეგაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.ტ.-მ მამამისის ავტომანქანა ხის ძელის გამოყენებით დააზიანა.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 22 მაისის განაჩენით ს.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ს.ტ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×