(რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ საქმეზე დაკავებულს მისი შვილის მკვლელობის საკუთარ თავზე აღებას სთავაზობენ.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, მსჯავრდებულსა და მის ოჯახს თანხაც კი შესთავაზეს.
"პროკურატურა ცდილობს ისევ თავისი ვერსია გაიტანოს. აპირებენ მეორე ბავშვის მოსყიდვას, რახან ზიხარ, აიღე ფული და აიღე შენ თავზეო. ეს ყველაფერი გამოვა სააშკარაოზე, ხელისუფლებას არ ეგონოს რომ ზაზა სარალიძე ამაზე არ მუშაობს. ყველაფერი დალაგდება და საზოგადოების წინაშე დადგება.
"ყველა ვიცი რას აკეთებს და ყველა ვიცი რაშია ჩართული აბსოლუტურად. ამ საქმის გაყალბებაში თავად მკვლელის ნათესავები არიან ჩართულნი, დაჭერილისა და დაუჭერელის. ამ ყველაფერს დოკუმენტალურად დავამტკიცებ. ეს არის აბსოლუტურად დადასტურებული ინფორმაციები. მე არ მიყვარს ზეპირად საუბარი, ყველაფერი ერთ ადგილზე გროვდება და ერთ დღესაც გაიხსნება"- აღნიშნა ზაზა სარალიძემ "ტვ პირველის" ეთერში.