რეზონანსი
20.09.2018

 (რეზონანსი) თვით კომისიის წევრები "ქართული ოცნების" მხრიდან, ჩართული არიან ამ საქმის გაყალბებაში - ამის შესახებ განცხადებას ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ავრცელებს.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ საქმის გაყალბებისთვის კომისიის ეს წარმომადგენლები ფულს იღებენ. ვისზეა საუბარი სარალიძე ამის დაკონკრეტებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და ამბობს, რომ ყველაფერს დოკუმენტალურად დაამტკიცებს.

"ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობ. ჯერჯერობით გაჟღერებას არ ვაპირებ იქიდან გამომდინარე, რომ თვით კომისიის წევრებიც "ოცნების" მხრიდან არიან ჩართული ამ საქმეში. აყალბებენ, დავალებული აქვთ. რა თანხები აქვთ აღებული და რა ხდება მოვა დრო და ყველაფერს სააშკარაოზე გამოვიტან. არავინ არ იფიქროს, იქ ვიღაც-ვიღაცეებს რა ფული აქვს აღებული და რა აქვს გაკეთებული, რომ ზაზა სარალიძემ არ იცის", - აცხადებს ზაზა სარალიძე "ტვ პირველის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×