რეზონანსი
20.09.2018

 (რეზონანსი) იგეგმება ეროვნული გამოცდების გაუქმება - აცხადებს "ენმ"-ს წევერი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. მისივე ინფორმაციით, მაია მიმინოშვილის წინააღმდეგ სავარაუდოდ გამოძიება დაიწყება:

"გარდა იმისა რომ მაია მიმინოშვილის წინააღმდეგ სავარაუდოდ დაიწყება გამოძიება და მოუწევს გაფლანგულ მილიონობით ლარზე პასუხის გაცემა, ასევე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით იგეგმება ეროვნული გამოცდების გაუქმება და ამის უნივერსიტეტებზე მიბმა ისევე როგორც შევარდნაძის დროს იყო. ისევ კორუფცია, ისევ ჭაობი და ისევ ფულის იმედად დარჩენილი სტუდენტობა. მსგავსი იდიოტობა არ დააკანონოთ და ხელი არ წაგიცდეთ. ვაფრთხილებ განათლების მინისტრს და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ეს იქნება უკანასკნელი სისულელე, რომელსაც ჩაიდენთ მომავალი თაობის წინააღმდეგ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში აღარავინ დაუშვებს წარსულის დაბრუნებას - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×