(რეზონანსი) ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"ხელისუფლების ახალი ინიციატივა - ალკოჰოლის მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს სამუშაო საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო დაწესებულებებსა და ყველა ტიპისტრანსპორტში, მათ შორის, საზოგადოებრივში.
განხორციელება არ იქნება ადვილი და ავხსნი ჩემი სუბიექტური მოსაზრებით:
1. კარდინალური რეფორმის ინიცირება-რეალიზაციაში 2016 წ.მოწვევის პარლამენტის ბუქსაობის და ვერახსნის (მუდმივად ცვალებადი პოზიციების მქონე ზოგიერთდეპუტატთა გამონათქვამი უკვე ბავშვთა გართობადაც კი იქცა) არაერთი პრეცედენტი.
2. ეჭვები მასობრივ "მარიხუანაზაციაზე" ჯერ არ გაქარწყლებულა და ამით უფრო გაღვივდება.
3. შედარებით უფროსებს კარგად ახსოვთ ალკოჰოლზე გორბაჩოვ-ლიგაჩოვის შეზღუდვები და სარკასტულიაპელირება ხდება ამ თემაზე.
საითკენ მიმყავს ახლა ეს ყველაფერი - იმდენი "პოლიტნაღმი ფეთქდება და კიდევ აფეთქდება", რომ უკვე არაერთ აქაურ თუ უცხოელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ 2019 წელს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომსწრენი გავხდებით"... - წერს აბაშიძე.