რეზონანსი
20.09.2018

 ხორბლის გადამზიდავების პროტესტი უკიდურეს ფორმას იღებს. ერთ-ერთი გადამზიდავი ამ წუთებში ლილოს ტერმინალში თვითდაზიანებებს იყენებს და მინისტრის ადგილზე მისვლას ითხოვს. მამაკაცს ტანზე ბენზინი აქვს გადასხმული და აცხადებს, რომ არ გაჩერდება, ვიდრე მინისტრი ადგილზე არ გამოცხადდება. ლილოს ტერმინალში იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

ხორბლის გადამზიდავების აქცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და ისინი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი პროტესტი ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ხორბლის სახმელეთო გზით ტრანსპორტირება იკრძალება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×