რეზონანსი
20.09.2018

 პენსილვანიის შტატის ქალაქ მეისონთაუნში სასამართლოს შენობაში სროლა იყო. ინციდენტისას დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა 3. ლიკვიდირებულია თავად თავდამსხმელიც.

უცნობი კაცი სასამართლოს შენობაში შევიდა და უმისამართო სროლა დაიწყო. შედეგად ორი ქალი და ერთი კაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ საპასუხო სროლისას თავდამსხმელი მოკლა.

თავდამსხმელი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული. მისი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×