თბილისში მსოფლიოში უმსხვილესი ტრანსფორმაციული განათლების ონლაინ-პლატფორმის - ქშტვმფდდუნ-ის თანამეგობრობის სამიტი შედგა. საერთაშირისო ღონისძიებას, სახელწოდებით "იცხოვრე აზრიანად", 15 ქვეყნის 200 მონაწილე დაესწრო.
"ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ განათლების ახალი მოდელი. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ადამიანის პოტენციალი ეფუძნება ჩვენსავე აზრებსა და შეხედულებებს, რაც პერიოდულად ტრანსფორმაციას საჭიროებს. ვცდილობთ, ადამიანებს სტიმული მივცეთ, რომ მათ შეძლონ საკუთარი ცხოვრების თვისობრივად ახალ სიმაღლეზე წარმოჩენა ახალი იდეებისა და ტრანსფორმაციული სისტემების დახმარებით", - განაცხადა სამიტის მთავარმა ორგანიზატორმა ვიშენ ლაკიანიმ.
"მაინდვალი" იმ მოაზროვნეების, მეწარმეების, მხატვრებისა და ნოვატორების გლობალური თანამეგობრობაა, რომლებიც მიზნად ისახავენ განათლების მიღებას ცხოვრების ყველა სფეროში.
თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში" გამართულ ყოველწლიურ, 3-დღიან ფორუმში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, უკრაინის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოს, ისრაელის, აშშ-ის, გერმანიის, ესპანეთის, ავსტრალიის, თურქეთის, კოსტა-რიკისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა.
"ეს ღონისძიება არის დღესასაწაულისა და შინაგანი ტრანსფორმაციის ატმოსფერო, რომელშიც თანამოაზრეები მონაწილეობენ. ყოველწლიური შეკრების ფარგლებში ჩვენი თანამეგობრობის ყველაზე აქტიური წევრები და "მაინდვალის" სპიკერები ვიკრიბებით, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, აღვაფრთოვანოთ ერთმანეთი ტრანსფორმაციის გზაზე, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ და, უბრალოდ, კარგად მოვილხინოთ.
"თბილისი შესანიშნავი ქალაქია, ქართველები უდიდესი კულტურის მატარებელი ერი ხართ და ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ვესტუმრეთ", - განაცხადა სპიკერმა ესპანეთიდან დარია ბიკბაევამ. ის ავტორია წიგნისა "ჩართეთ გული და ტვინი".
"ჩვენი ხედვა ემყარება მოსაზრებას, რომ თითოეული ინდივიდი გარკვეული კონკრეტული დანიშნულებით მოევლინა ქვეყნიერებას და ამ დანიშნულების აღმოჩენა გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება, ჩანდეს. "ცხოვრებისეული ბედნიერება", "თვითრეალიზაცია", "როგორ უნდა გახდე სასარგებლო სამყაროსა და სხვა ადამიანებისათვის", "ტკბობა თითოეული დღით, სანამ ამ პლანეტაზე ვართ" - ეს ყოველივე არა უბრალოდ სიტყვები და ოცნებებია, არამედ ადვილად რეალიზებადია, რასაც ჩვენ ვასწავლით კიდეც ჩვენს სტუდენტებს ქშტვმფდდუნ-ს აკადემიაში უკვე 14 წელია, რუსულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა ქშტვმფდდუნ-ს დამფუძნებელმა ვიშენ ლაკიანიმ. ის ავტორია გახმაურებული წიგნისა "ექსტრაორდინალურობის კოდი".
ლაკიანი მიზნად ისახავს, რომ 2049 წლისათვის ქველმოქმედებისთვის 1 მლრდ დოლარი დახარჯოს.
"3 დღის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით ადამიანის როლსა და დანიშნულებაზე ცხოვრებაში, თუ როგორ გვესმის ის ჩვენ და როგორ განსაზღვრავს მას თითოეული ჩვენგანი. სხვა ექსპერტებსა და სპიკერებთან ერთად შევეცადეთ, მეტი იმპულსი მიგვეცა ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის აზრიანი ცხოვრებისათვის და ერთად ჩვენ ვქმნით ადამიანთა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც არა მხოლოდ ეძებს საკუთარ მისიას ჩვენს პლანეტაზე, არამედ სჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი შემთხვევით ნამდვილად არ მოვლენია სამყაროს", - აღნიშნა "მაინდვოლის" თანადამფუძნებელმა ქრისტინა მიანდ-ლაკიანიმ.
"მაინდვალის" მომდევნო სამიტი 2019 წლის 11-13 ოქტომბერს სტამბოლში გაიმართება.