რეზონანსი
20.09.2018

 "თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ ვინ ვისზე რა თქვა წარსულში, ჩვენ აღარ დაგვრჩება ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და მე ვარ მზად აბსოლუტურად ყველას შევუნდო. რაც შეეხება პატრიაქრის განცხადებას, ეს ჰგავს მგლის თავზე სახარების კითხვას". - განაცხადა სააკაშვილმა  "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისი თქმით, ძალიან დიდი შეცდომა იყო, თავის დროზე თაკო ჩარკვიანი და მურმან დუმბაძე რომ არ დააფასა.

"მინდა ვთქვა, ჩემი შეცდომა იყო, რომ მე, თაკო ჩარკვიანისთანა პატრიოტ ადამიანებთან მაშინ საერთო ენა ვერ მოვნახე. მურმან დუმბაძე რატომ უნდა დაგვეკარგა?! მის გარეშე არ მოხდებოდა ასლან აბაშიძის განდევნა და აი, მაშინ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ნამდვილად ვერ შედგებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×