რეზონანსი
19.09.2018

 საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოებაში არსებულ მითქმა-მოთქმასთან დაკავშირებით - უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში - სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს.

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან,  საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ  პოლიტიკურ პირს.

მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

ბოლო დღეების განმავლობაში მეუფეებმა პეტრემ და იაკობმა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით არაკორექტული განცხადებები გააკეთეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×