რეზონანსი
19.09.2018

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის“ პროექტი მოამზადა, რომელიც ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს.  ერთ-ერთი სიახლე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების სიის შექმნას ეხება, რომლის ადმინისტრირება შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს. ამ სიაში მოქალაქე ორ შემთხვევაში შეიძლება, აღმოჩნდეს: საკუთარი მიმართვის საფუძველზე ან სასამართლოს ბრძანებით. 

დოკუმენტში დამოკიდებული პირის შესახებ ასეთი განმარტებაა: „ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე ან/და რომელიც შეტანილია ამ პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიაში მიუხედავად მისი შედეგისა“. 

გარდა იმისა, რომ სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კანონმა უფრო ნათლად უნდა განმარტოს, ვინ მოიაზრება აზარტული თამაშის დაუძლეველი სურვილის მქონეთა ჯგუფში. 

"ბიემის" ცნობით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ჯგუფს კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია. ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ, როდის და რა სახით გადაეგზავნება ახალი რეგულაციები პარლამენტს დასამტკიცებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×