რეზონანსი
19.09.2018

 უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ერბეკა უკრიანა" ავრცელებს.

შეთანხმების თანახმად, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას ID ბარათებით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ორმხრივია, ანუ იგივენაირად - საქართველოს მოქალაქეებსაც უკრაინაში შესვლა ID ბარათებით შეეძლებათ.

დღეის მდგომარეობით, უკრაინასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება მოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×