რეზონანსი
19.09.2018

 ( რეზონანსი) "აშკარაა, ფაქტია, უჭირს აზროვნებაში" - ეს განცხადება, მეუფე ანტონმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილზე შეფასებისას გააკეთა.

მღვდელმთავრებისთვის მიუღებელია ზურაბიშვილის მუქარა ეკლესიის მიმართ და განცხადება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის სასულიერი პირებს ჩარჩოებში მოაქცევს.

„მღვდელმთავრები რომ გავხდით ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ჩვენ მოქალაქეები არ ვართ ამ ქვეყნისა. როგორც მოქალაქეები, და მერე მეორე, ჩვენ ჩვენს სულიერ მრევლს რაც ეხება ყველაფერი გვეხება, სულიერი მრევლის დეგრადაციას, რაც ეხება ყველაფერი გვეხება.

რატო აქვს ასეთი აზროვნება არ ვიცი, რას ჰქვია ჩვენ არ გვეხება, მრევლი ვის ეხება? მრევლის კეთილდღეობა, მრევლის საზრუნავი ვის ეხება? ეკლესიას არ ეხება? საიდან მოაქვს ეს დასკვნები?

აშკარაა, ფაქტია, უჭირს აზროვნებაში."-ამბობს მეუფე ანტონი.

საპატრიარქოში მღვდელმთავრების თათბირი დასრულდა. დღეს სამი საათის განმავლობაში წმინდა სინოდის გავლენიანი სასულიერო პირები საპატრიარქოში იყვნენ შეკრებილები. რა იყო დახურული შეხვედრის მთავარი თემა მღვდელმთავრები არ ამბობენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×