რეზონანსი
19.09.2018

 (რეზონანსი) რომის პაპმა ფრანცისკემ სექსს და სექსუალობას „ ღმერთის საჩუქარი" უწოდა. ამის შესახებ მან საფრანგეთში ახალგაზრდებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„სექსი და სექსუალობა - ეს ღმერთის საჩუქარია, არავითარი ტაბუ. მას ორი მიზანი აქვს- სიყვარული და ახალი სიცოცხლის შექმნა. ნამდვილი სიყვარული ვნებიანია. მამაკაცსა და ქალს შორის არსებულ ვნებიან სიყვარულს კი ისინი უკვდავებამდე მიჰყავს. სიყვარულს ეძლევიან სულითაც და სხეულითაც."- ასე უპასუხა რომის პაპმა 24 წლის გოგონას, რომელმაც უფროს თაობასთან სიყვარულის და სექსუალობის თემებიის განხილვის სირთულეებზე ისაუბრა.

„სექსუალობა უნდა იყოს ერთ განზომილებაში - მამაკაცისა და ქალის სიყვარულში. მაგრამ ამ მშვენიერ გზას ჩვენ შეიძლება აგვაცდინოს ჩვენმა სისუსტეებმა და სულიერმა დაცემამ. ეს არის "განცალკევებული სექსუალობა", სიყვარულისგან მოწყვეტილი და მხოლოდ გართობისთვის გამოყენებული."- აღნიშნა პაპმა და მაგალითად პორნოინდუსტრია მოიყვანა.

რომის პაპმა ახალგაზრდებს ძალიან ხანდაზმული წყვილის ისტორიაც უამბო:

„ერთხელ ძალიან მოხუცმა კაცმა, რომელსაც ასევე ძალიან მოხუცი ცოლი ჰყავდა მე მითხრა: „ჩვენ ისე ძლიერ გვიყვარს ერთმანეთი, რომ ხანდახან ერთმანეთს ვეხუტებით. ჩვენ ასაკში აღარ შეგვიძლია სიყვარულით დავკავდეთ, მაგრამ ერთმანეთს ვეხუტებით, ვკოცნით." აი ეს არის ნამდვილი სექსუალობა. არასოდეს გამოიყენოთ ის სიყვარულის გარეშე"- გაანცხადა რომის პაპმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×