რეზონანსი
19.09.2018

 (რეზონანსი) ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში" ხორვატიულად ითარგმნა. წიგნის თარგმანი მირნა კუბრანიკს ეკუთვნის.

ნაწარმოები ხორვატიაში, გამომცემლობა Hena Com-მა გამოსცა.

რომანი „მოგზაურობა ყარაბაღში" აკა მორჩილაძემ 1992 წელს დაწერა. წიგნი ნათარგმნია ინგლისურ, უკრაინულ, ბულგარულ, გერმანულ და ალბანურ ენებზე. ამ წიგნის მიხედვით, 2005 წელს, რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ ფილმი „გასეირნება ყარაბაღში" გადაიღო.

ივლისში აკა მორჩილაძის „მამლუქი" გერმანულად გამოიცა, ცოტა ხნის წინ კი, „ობოლე" თარგმნეს გერმანულ ენაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×