რეზონანსი
19.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კომპიუტერებში ინსტალირებული პროგრამების 81% არალეგალურია. ამის შესახებ BSA Global Software Survey-ის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, საქართველოში არალიცენზირებული პროგრამების რაოდენობა 2015 წლიდან 3%-ით შემცირდა.

გარდა ამისა, კვლევაში მოყვანილია ციფრები, თუ რამდენია დახარჯული 110 ქვეყანაში „პირატულ" პროგრამებზე. აღნიშნულია, რომ საქართველოში 2017 წელს $22 მლნ-ის არალიცენზირებული პროგრამა აიტვირთა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველო „არალიცენზირებულთა" რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

პირველ ადგილზე 85%-ით სომხეთია, შემდეგ მოდის 83%-ით მოლდოვა, ბელარუსი - 82%-ით, 81%-ს აზერბაიჯანი და საქართველო ინაწილებენ, ხოლო უკრაინაში ეს მაჩვენებელი 80%-ია.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჯამში არალიცენზირებული პროგრამების 57%-ია.

ანალოგიური მაჩვენებელია აზიაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში - 16% და დასავლეთ ევროპაში - 26%.

კვლევაში აღნიშნულია, რომ არალიცენზირებული პროგრამების გამოყენება კიბერშეტევების რისკს ზრდის და ფინანსურ დანაკარგს იწვევს.

არალიცენზირებული პროგრამების დავირუსება მსოფლიოში კომპანიებს წელიწადში 359 მილიარდი დოლარი უჯდებათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×