რეზონანსი
19.09.2018

 ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება. ამის შესახებ ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრისას გახდა ცნობილი.

„წლის ბოლომდე შეზღუდვა გადავადდება, მუშაობა გაგრძელდება და შევიმუშავებთ ნაკლებად მტკივნეულ ვარიანტს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ხორბლის გადამზიდავთა საინიციატივო ჯგუფი აქციების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას სხვა მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ისინი მინისტრის ბრძანების გაუქმებას ითხოვენ და სთავაზობენ, კონსულტაციები ამის შემდეგ გაგრძელდეს.

"ამ ეტაპზე ეს არის მაქსიმუმი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ", – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა და აქციის მონაწილეებს გაფორმების ეკონომიკური ზონის ბლოკირების მოხსნისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×