რეზონანსი
19.09.2018

 (რეზონანსი) დეპუტატი ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში "ომეგასა" და "იბერიას" წინააღმდეგ განვითარებული ზეწოლის საქმეზე ახალი გვარები დასახელდება. "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში", საუბრისას ჩხეიძე ამბობს, რომ მათ შორის იქნებიან მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები.

"ვფიქრობ რომ სწორედ ასე იქნება"- თქვა დეპუტატმა წამყვანის შეკითხვაზე, რომელიც სწორედ ახალი გვარების შესახებ დაინტერესდა. დამატებით შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა დასახელებულთა შორის მოქმედი მაღალჩინოსნები "იბერიას" დამფუძვნებელმა დადებითი პასუხი გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×