რეზონანსი
19.09.2018

 (რეზონანსი) პეტრე კოლხი კანაფის კულტივაციის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი არის მიმართული ერის დეგრადირებისკენ, პირადი ინტერესებისკენ.

"არ მგონია, რომ ქართული ოცნების ლიდერი და წევრები ისეთი მიამიტები იყვნენ , რომ ოდესმე დაეშვათ ქართული სამოციქულო ეკლესია, ამ კანონპროექტს მისცემდა ლოცვა კურთხევას და ნარკოტიკების ნებისმიერი ფორმით რეალიზებაზე არ ექნებოდა საკუთარი პროტესტი და საკუთარი რეაქცია, ვფიქრობ აბსოლუტურად სამართლიანი შეხედულებები და ის რაც საპატრიარქოს გააჩნია, მსგავსი კანონპროექტის მიმართ. ეს კანონპროექტი არის მიმართული ერის დეგრადირებისკენ, პირადი ინტერესებისკენ.

ძალიან გულდაწყვეტილია მოსახლეობა, ოცნების სურვილიც კი გაუქრა ქართულ მოსახლეობას ამ ხელისუფლების ხელში. აქედან გამომდინარე მსგავსი ტიპის კანონის მიღება, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს კონკრეტული ადამიანების პირად ინტერესებში შედის და არა ქვეყნის კეთილდღეობაში. სასიკეთო არაფერი მომხდარა", - განაცხადა პეტრე კოლხმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ რესურსი ამოწურა და ეს იმის, ბრალია, რომ ისინი ყველა "უზნეობას" აწესებენ.

„ დღევანდელი ხელისუფლება სარგებლობს აბსოლუტური უნდობლობით , ეს არ არის ჩვენი ბრალი ეს არის იმ ხელისუფლების ბრალი რომელიც ყველა უზნეობას აწესებს" - აღნიშნა პეტრე კოლხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×