რეზონანსი
19.09.2018

 (რეზონანსი) ნატო ჩხეიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა. დეპუტატმა ოფიციალური განვცხადება პარლამენტში გააკეთა:

„ამავე ორ კვირაში გახმოვანდა კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი და მეტად მტკივნეული მოვლენა სამთავრობო შეტევა მედიასა და ბიზნესზე. განსაცდელშია ტელეკომპანია იბერია. განსაცდელშია ომეგა ჯგუფში დასაქმებული1500-მდე ადამიანი. დახურულია საწარმო. ამ მოვლენამ გამოიწვია საზოგადეობის აღშფოთება და პროტესტი რასაც შეუერთდა ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიებს თითქმის მთელ;ი სპექტრი. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს თანადგომა "ომეგა ჯგუფისადმი" მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე სამწუხაროდ ვერსად გავიგონე "პატრიოტთა ალიანსის" ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შესაბამისად გავდივარ პარტიიდან,"-განაცხადა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×