(რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმიტომ გააკეთა სპეციალური განცხადება მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვაზე, რომ ეს თხოვნა შეგონებული და მიღებული იყო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. მისივე თქმით, საუბარია მხოლოდიმ სივრცის გამკაცრებაზე, რაც დასარეგულირებელი დარჩა.
„შეჩერდა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა, რადგან შეგონებული და მიღებული იყო ეს თხოვნა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამიტომ გააკეთა სპეციალური განცხადება, არ ხდება იმ კანონპროექტის განხილვა და შეჩერებულია ეს პროცესი. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სივრცის გამკაცრებაზე, რაც დარჩა დასარეგულირებელი. უნდა შეისმინოს ხელისუფლებამ, როდესაც ელაპარაკება ხალხი და ესაუბრება ეკლესია. ვისაც აქვს ეს შეგრძნებები, რომ უნდა შეისმინოს, უნდა შეისმინოს. ჩვენ შევისმინეთ, რადგან მეც მაქვს ეს შეგრძნება. მრევლი ვარ და ძალიან კარგად მესმის, ზოგჯერ საკმაოდ არასასიამოვნო მოსასმენია, ასევე როდესაც უსამართლო შეფასებები და ინტერპრეტაციები კეთდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.