რეზონანსი
19.09.2018

 (რეზონანსი) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის მარია ზახაროვას ინფორმაციით რუსეთი შეშფოთებულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრის ჩაშლით, რაც თბილისის მხრიდან მექანიზმის მუშაობის პოლიტიზირების მცდელობებით არის გამოწვეული. მისივე თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ „თბილისის წარმომადგენლებმა დღის წესრიგში ცხინვალისთვის მიუღებელი პოლიტიზირებული პუნქტები შეიტანეს და ინტერპოლის ხაზით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადეს

„გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 89-ე შეხვედრის ჩაშლის გამო, რომელიც 14 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო. შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის კონფრონტაციული ქმედებების გამო მანამდე ანალოგიური მექანიზმის მუშაობა ქართულ-აფხაზურ საზღვარზეც შეჩერდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოლიტიზირებაზე მიმართული თბილისის კურსი ამ სასარგებლო ფორმატის ბლოკირების საფრთხეს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ცხინვალი მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს. მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, გამოიჩინონ აუცილებელი პრინციპულობა და ხელი შეუწყონ მექანიზმის მუშაობის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას", - აღნიშნა ზახაროვამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×