
ამერიკულ გამოცემაში «Al-Monitor» გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "რა იზიდავთ ირანელებს საქართველოში?", რომლის ავტორიც რუჰოლა ფაგიჰია. სტატიაში აღნიშნულია, რომ"ირანელები, რომლებსაც ქვეყანაში დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაცია "ყელ ში აქვთ ამოსული", იმედის მზერას ისტორიულად საოცნებო ქვეყანას აპყრობენ:
"საქართველო მათთვის ევროპაში გასასვლელ კარს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ორ სახელმწიფოს შორის 2016 წელს უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, კავკასიურ ქვეყანაში წამსვლელ ირანელთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. უკვე ბევრი ირანელი ფიქრობს საქართველოში დამკვიდრებას, სადაც საცხოვრებელი ბინის ქირა, ცხოვრების ღირებულება და ინფლაციის დონე (2,8%) ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ირანში (9,4%).
როგორც საქართველოში ირანის ელჩის სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის მიერ 24 აგვისტოს გაცხადებული მონაცემები მოწმობს, უვიზო რეჟიმის შეთანხმებაზე ხელმოწერამ ხელი შეუწყო ირანელთა დაინტერესებას საქართველოს მიმართ და შედეგმაც არ დააყოვნა: ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანას 323 ათასი ირანელი ეწვია და თუ ასეთი ტემპი გაგრძელდება, მომავალ წელს რაოდენობა შეიძლება ერთ მილიონამდე გაიზარდოს.