რეზონანსი
19.09.2018

 (რეზონანსი) შსს-მ „ლიბერალის" რედაქტორის ზურაბ ვარდიაშვილის ფიზიკურიშეურაცხუოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულს ზურაბვარდიაშვილი სხვა პირში აერია და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორამციას „კვირა" უცვლელად გთავაზობთ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოსთანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებულილ.მ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში ფიზიკურიშეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, „ლიბერალის" რედაქტორს - ზურაბ ვარდიაშვილს და შემთხვევისადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თავდამსხმელისვინაობა მალევე დაადგინა. ჩატარდა ჟურნალისტის და ინციდენტის თვითმხილველთა გამოკითხვები.ზურაბ ვარდიაშვილმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, თუმცაპოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა.

ბრალდებულის განცხადებით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მას ორმაპირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლ.მ.-ს თქმით, მან მომხდარიდან რამდენიმე დღეში,სოციალური ქსელის დახმარებით მოძებნა მსგავსი გვარი-სახელის და გარეგნობის მქონე პირი, რომელსაცდაუთქვა შეხვედრა, შეხვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი სხვაადამიანში შეეშალა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×