"პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ფრაქციაში გაწევრიანების შეთავაზება გედევან ფოფხაძემ მიიღოს. ფოფხაძეს ასეთი შეთავაზება „პატრიოტთა ალიანსისგან“ წარსულში უკვე ჰქონდა.
„არ არის გამორიცხული, გავიმეოროთ ჩვენი მოწვევა ფრაქციაში. მგონი, გედევან ფოფხაძეს თუ ბრძოლა უნდა, არ ინანებს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
მისივე თქმით, თუ ნატო ჩხეიძის წასვლის შემდეგ ფრაქციაში გაწევრიანებისთვის მეექვსე დეპუტატი ვერ მოიძებნება და ფრაქცია დაიშლება, არც ეს იქნება ტრაგედია.
„დღეს გავესაუბრებით მას და გაირკვევა რაღაც მომენტები. რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არ არის ჩემთვის სამართლიანი მიზეზი და მე მას არ ვეთანხმები“, – განაცხადა მარშანიამ.