რეზონანსი
19.09.2018

 „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი „დამოუკიდებელი“ კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ერეოდეს და გაპრეზიდენტების შემთხვევაში აპირებს, რომ კონკორდატი მკაცრად დაიცვას და ეკლესიას სახელმწიფო საქმეებში ჩარევა შეუზღუდოს.

"არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე. მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით.

ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "იმედის" ეთერში.

სალომე ზურაბიშვილისადმი კრიტიკული განცხადებები გააკეთეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ , მეუფე გრიგოლმა, მეუფე მელქისედეკმა და მეუფე საბამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×