რეზონანსი
19.09.2018

 ლევან ვასაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტისშესახებ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. მან "ქართული ოცნების" მთავრობასა და დეპუტატებს "პოლიტიკური იმპოტენტენტების კრებული" უწოდა და თქვა, რომ მათ ივანიშვილის დასტურის გარეშე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვთ:

"ჯერ კიდევ იმედი მაქვს, შეიძლება გულუბრყვილო ვარ, რომ გამოვა და იტყვის - უი, რა მომსვლიაო და დაახვევს უკან. "ვინც ამ ინიციატივას მხარს უჭერს, ზოიძეა თუ ბიძინაა ან იდიოტია ან მტერი. ეგენი ალაოთ ხომ არ არიან..." - აღნიშნა ვასაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

იგი გუგული მაღრაძის განცხადებასაც გამოეხმაურა: "გუგული მასწავლის მე ეკონომიკას? "ქართული ოცნების" წევრებს დაგუგვლა გუგული მაღრაძესთან მიმართებაში რაღაც ქმედება ჰგონიათ", - განაცხადა ვასაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×