რეზონანსი
19.09.2018

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელფასი მიმდინარე წლის აგვისტოში 19 550 ლარი იყო.  2018 წლის აგვისტოში ჟვანიას თანამდებობრივი სარგო დაუბეგრავად 17 000 ლარი იყო, იმავდროულად, მიიღო დანამატი 2 550 ლარის ოდენობით. ჟვანიამ გასული წლის აგვისტოშიც, როცა საარჩევნო პერიოდი იყო, მიიღო გაზრდილი თანამდებობრივი სარგო და დანამატი, თუმცა დაუბეგრავად ამ თანხის მოცულობა 12 774 ლარი იყო.

ცესკოში On.ge-ს განუმარტეს, რომ წელს არჩევნები პირველ აგვისტოს დაინიშნა, გასულ წელს კი – შუა თვეში. ანაზღაურებას შორის განსხვავება კი ამ მიზეზით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იყო, ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 22 000 ლარს გაუტოლდა, საიდანაც ნახევარი დანამატის სახით დაერიცხა.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, ჟვანიას შემოსავალი დეკლარაციისა და ცესკოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ასეთია:

2018 წლის 9 თვე — 90 950 ლარი;

2017 წლის 12 თვე — 143 674 ლარი;

2016 წლის 12 თვე — 197 307 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×