რეზონანსი
19.09.2018

 ოშკის იოანე ნათლისმცემლის ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი დვალაშვილის ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა, ტაძარი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული. შიდა ტერიტორიაზე დამთვალიერებელთა გადაადგილება შეზღუდულია, ოშკის სემინარიასა და ბიბლიოთეკაში კი ტურისტებს შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.

„ოშკში ხარაჩოების მზადების პროცესი სრულდება. მონტაჟდება დანადგარები, რომლის მეშვეობით, ერთი წლის განმავლობაში, სპეციალისტები უწყვეტ რეჟიმში დააკვირდებიან როგორც გუმბათის ყელის მდგომარეობას, ასევე ტაძრის კედლებზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს. ადგილობრივმა მუშებმა ჩვენ გვითხრეს, რომ მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ დადგინდება, როგორი მიმართულებით უნდა წარიმართოს ტაძრის დაზიანებული გუმბათის აღდგენა“, – განუცხადა გიორგი დვალაშვილმა „პირველ არხს“.

ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოები საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2017 წლის 23 მაისს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე ხორციელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×