რეზონანსი
18.09.2018

 ტელეკომპანია “თრიალეთი”-ს ცნობით, გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციაც, თუმცა ახალი კანონის გამო სამართალდამცველებმა ღონისძიებები ვერ გაატარეს.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, ნახა თუ არა მან სკოლის ტერიტორიაზე სამართალდამცველები, დირექტორი ასევე ამბობს, რომ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ სკოლაში საპატრულო პოლიცია იყო გამოძახებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×