რეზონანსი
18.09.2018

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ალკოჰოლური სასმელების ხელმისაწვდომობისა და რეკლამირების შესახებ მედიაში გავრცელებულ განცხადებას „სისულელეს“ უწოდებს და განმარტავს, რომ არანაირი ტიპის დოკუმენტის გადაგზავნა პარამენტში არ იგეგმება. 

როგორც იმნაძემ "ბიემთან" საუბრისას განმარტა, საუბარია 2015 წლის შიდა მოხმარების დოკუმენტზე, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მოიცავს. 

„ეს არის აბსოლუტური სისულელე. არავითარი დოკუმენტის პარლამენტში განხილვა არ იგეგმება. ეს დოკუმენტი არის შიდა მოხმარების დოკუმენტი, რომელიც 2015 წლიდან არსებობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს გულისხმობს“ - აღნიშნა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×