რეზონანსი
18.09.2018

 თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძე, საქართველოს საპატრიარქოში, კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ჟურნალისტებს  ილია მეორესთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად ზაზა სარალიძემ განუცხადა.

შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად ის აგრძელებს საპროტესტო აქციას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, სანამ გამოძიება არ დაადგენს ვინ არის მისი მკვლელი და არ დააკავებს.

"აქციები გაგრძელდება, სანამ მართლა სატანები არ მოშორდებიან ქვეყანას", - განაცხადა სარალიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×