რეზონანსი
18.09.2018

 მძღოლებსა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ლერი ბარნაბიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თბისლისი გეზის ტერიტორია ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა. ბარნაბიშვილმა მძღოლბს კონსტრუქციული დიალოგი, პარალელურად აქციის შეწყვეტა და მუშაობის განახლება შესთავაზა, რაზეც მან მძღოლებისგან უარი მიიღო. 

აქციის მონაწილეები თბილისის გეზის ტერიტორიაზე რჩებიან და აცხადებენ რომ ხვალ დღის ბოლომდე დაელოდებიან გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ. 

"ბიემის" ინფორმაციით, მძღოლები ფინანსთა მინისტრის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×