რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) "არჩევნებზე წავალ თუ არა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ თუ წავალ, ბიულეტენში ყველას გადავხაზავ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს" - აღნიშნულის შესახებ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

- ის, რომ ერთ საკითხში ჩვენი პოზიცია შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს, არ ნიშნავს, რომ მე მას მხარს დავუჭერ. მე რომ ადამიანს მხარი დავუჭირო, მის პატიოსნებაში დარწმუნებული უნდა ვიყო. ქალბატონმა სალომემ საპრეზიდენტო კამპანია ტყუილით დაიწყო.

ის დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის. ეს არის ყველაზე ცუდი. ის რომ მართლა ყოფილიყო დამოუკიდებელი ან გამბედაობა ჰყოფნოდა, ეთქვა: დიახ, მე მინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ" მხარი დამიჭიროს იმიტომ რომ მე პრაქტიკულად ვარ მისი გუნდის წევრი და ეს მხარდაჭერა მომაგებინებს არჩევნებს, შესაძლოა, უფრო მეტი სიმპათიით ვყოფილიყავი მის მიმართ განწყობილი" - განაცხადა ბურჯანაძემ "პრაიმტაიმთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×