რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის საერთაშორისო ტურნირზე ერთეულთა თანრიგი წარმატებით დაიწყო.ქართველმა ჩოგბურთელმა 31 წლის ფრანგი კენი დე შეპერი დაამარცხა.

ბასილაშვილმა 186-ე ნომრად განთესილ ჩოგანს ორ სეტში ანგარიშით 6:2, 7:6 მარტივად სძლია. თამაში მხოლოდ 1 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილი შემდეგ შეხვედრაში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიკსა და ფრანგ უგო ამბერტს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

2 სექტემბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგანს რაფაელ ნადალს შეხვდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილი ანგარიშით 6:3. 6:3 6:7 6:4 დაამარცხა. შეხვედრა არტურ ეშის კორტზე გაიმართა და 3 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×