რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საპარლამენტო მდივანი უნდა ჰყავდეს" - პარლამენტში ახალი ინიციატივა დარეგისტრირდა. ინიციატორია "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე".

როგორც საკანონმდებლო წინადადების ინიციატორები განმარტავენ, ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა - 84% მართლმადიდებელი რელიგიის აღმსარებელია. საკანონმდებლო წინადადების მიზანია, რომ „სახელმწიფოებრივ აღმშენებლობის პროცესში, საქართველოს მოქალაქეთა - 84%-ის სულიერი ფასეულობების მაკოორდინირებელი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართვის ეფექტური მექანიზმის შემუშავება მოხდეს".

ამისთვის კი, ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი უნდა გაჩნდეს, რომელიც იქნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×