რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს საჩხერეში შეხვდა. ზურაბიშვილი საჩხერეში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარიასთან ერთად ჩავიდა.

„მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. მიმდინარეობს აგრესიისა და შეურაცხყოფის კამპანია. ეს არ არის უჩვეულო ჩემთვის, რადგან ბოლო 16 წლია, რაც ქართულ პოლიტიკაში ვარ. ვფიქრობდი, მოვა დრო, როცა გადავალთ სხვა ტიპის რეალობაში, რადგან ვლაპარაკობთ ევროპაში შესვლაზე. სხვა ბევრი კუთხით ვართ ევროპაში, თუმცა პოლიტიკით ვერ გავხდით ევროპელები. მიმდინარეობს შანტაჟი, შეურაცხყოფა, მოსმენა-დასმენა. ალბათ ფიქრობენ, რომ რადგან ქალია, აქ არ ჰყავს ოჯახი, შეიძლება მისი გატეხვა, მაგრამ ეს ასე არ არის. ვინც უფრო დინჯადაა, უფრო შორს მიდის. ამიტომ დავუტოვოთ სხვებს უპირატესობა, რომ ხმამაღლა ილანძღონ და ჭამონ ბევრი წიწაკა", - განაცხადა ზურაბიშვილმა საჩხერე ამომრჩევლეთან შეხვედრაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×