რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იხსნება შეზღუდვა უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით.

ამასთან, დგინდება გარკვეული პირობები - კერძოდ, აღნიშნული დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას. ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×