რეზონანსი
18.09.2018

 მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით ფლობა, ასევე გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, ისევ 500 ლარით დაჯარიმას გამოიწვევს.

ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების (ანუ მცირე ოდენობით მარიხუანის ფლობა) განმეორების შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 160 საათამდე. ჯარიმის ოდენობა 1500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

საქართველოს კანონმდებლობით, გამომშრალი მარიხუანის მცირე ოდენობა 5 გრამამდეა, ხოლო ნედლის 10 გრამამდე. მცენარე კანაფის კი 10 გრამამდე (70 გრამამდე მარიხუანის ფლობა ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა არ ისჯება თავისუფლების აღვეთით. 70 გრამზე მეტის შემთხვევაში კი კანონმდებლობა თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა).

პროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებად ჩაითვლება მისი მიღების პროცესი ან მისი მოსახმარებლად უშუალოდ მომზადების პროცესი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×