რეზონანსი
18.09.2018

 პოლონეთში, მამაკაცი ალკოჰოლის ზედოზირების შედეგად კლინიკური სიკვდილით გარდაიცვალა. მან უცნაური შემთხვევა ქალაქ სემენოვიცე-სლენსკში მოხდა. 31 წლის მამაკაცი ერთ-ერთი ღამის კლუბის ეზოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. თვითმხილველების ცნობით, მან ბევრი დალია და ცუდად გახდა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა მისი გარდაცვალება დააფიქსირეს და „ცხედარი“ მორგში გადააგზავნეს. მოულოდნელად მამაკაცი გონზე მოვიდა და აღმოაჩინა, რომ სპეციალურ საყინულეში იყო. სიმწრისგან ყვირილი დაიწყო, დახმარებას ითხოვდა. ყვირილი მორგის დაცვის თანამშრომელმა გაიგონა. როდესაც მან საყინულე გახსნა, სიცივისგან გათოშილი მამაკაცი დაინახა, რომელიც საბნის მიცემას სთხოვდა.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდამ მორგის საყინულეს თავი დააღწია და გათბა, ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა და წვეულებაზე დაბრუნება გადაწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×