რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) მამა პეტრე კოლხი სოციალური ქსელის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"ოცნების" ლიდერმა ეკლესიის ავტორიტეტი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, გაუბედურებული ხალხის მდგომარეობით ისარგებლა და დაუფიქრებლად ყველას სულში ჩააფურთხა. ლამის 90-იანებში დაგვაბრუნა. სრული უიმედობა, სტრესი, უმუშევრობა, უყველაფრობა დაამკვიდრა... ნდობა დაგვაკარგვინა. სიცრუეში, სიყალბეში გვაცხოვრა და საბოლოოდ სრულიად ერი ბარიგად აქცია... 

ვის სჯერა ამ იაფფასიანი ავანტიურის... ამ დოზით ბოლო ორი ათეული წელია, ჩვენი ქვეყნისთვის არავის დაუცინია...

პირადად მე არ მჭირდება ნარკოტიკებით მოპოვებული თანხით ბიუჯეტის გაზრდა... მსგავსი შემოსავლებით არც ეკლესია-მონასტრების მშენებლობა... სწორედ ასეთი არასწორი ნაბიჯების გამო გვიწევს დათმობებზე წასვლა... ეტყობა დიდი დოზით მოწიეს, ასე რომ დაბოლდნენ, მაგრამ ყველას დაბოლება არ არის ადვილი...

ყველა მდგომარეობაში შეიძლება ვიცხოვრო, მაგრამ ტყუილში არა...

ისტორია ყველას დაარქმევს საკადრის სახელს...

ჩემი ექვსი შვილის გამო გავაპროტესტებ ასეთ ,,კეთილ" გადაწყვეტილებებს...

ვისაც ოდნავ მაინც შერჩენია გონება, ყველამ ზურგი უნდა აქციოს ოლიგარქის ამ არასწორ მიდგომებს...

და კიდევ, თუ ვინმე რამეს აშენებდა, არა ხალხისთვის, არამედ საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის... ეს შენება არა, ნგრევაა, რომელსაც ვერც ერთი ცათამბჯენი ვერ ჩაანაცვლებს...

იმედია ეკლესია კატეგორიული იქნება ამ საკითხთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,უფალო შეგვიწყალენის" მთქმელიც აღარ დარჩება მორწმუნეთა რიგებში...

ჩვენ არ გვჭირდება მარიხუანის მოსავლით გაკეთებული ქველმოქმედება... არ გვჭირდება და მორჩა...

P.S. ვინმე არ გამოხტეს და არ იკადროს, რომ პოლიტიკას ვეხები... ეს პოლიტიკას და ყველა ზღვარს გასცდა..." - წერს მამა პეტრე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×