რეზონანსი
18.09.2018

 "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გადადგა, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ქეთი ალექსიძე აღნიშნულ თანამდებობას 2010 წლიდან იკავებდა. 

შეგახსენებთ, რომ წელს აეროპორტების გაერთიანების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებაა დაგეგმილი.  გეგმა სამსახურის 2018 წლის საქმიანობის დოკუმენტშია გაწერილი. შემოწმების საფუძველი მთავრობის, ექსპერტების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესი გახდა, რომლებიც დოკუმენტის მიხედვით, ამ ორგანიზაცის მხრიდან, "საქმიანობის ჯეროვნად" შესრულებით არიან დაინტერესებულნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×