(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ში გამოძიება გრძელდება.
„შსს საქმეს კვლავ იძიებს. არის რამდენიმე ახალი დაკავებული პირი. კიდევ ახალი მტკიცებულებების სტანდარტი თუ გვექნება, იქნება კიდევ დაკავებები", - აღნიშნა გიორგი გახარიამ და განმარტა, რომ აღნიშნულმა ტრაგედიამ შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება შეიძლება ითქვას, რომ დააჩქარა.
"ჩვენ პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ იგივე ქურდულ სამყაროსთან, ინფორმაციის დამალვასთან, ცრუ ჩვენების მიცემასთან, მანდატურების სამსახურთან და ა.შ. დაკავშირებით. მანდატურების სამსახური ხომ პირდაპირ იყო დაკავშირებული ხორავას კრიზისთან?! რა თქმა უნდა, ამ რეფორმისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიას შორის არის კავშირი. ამ კავშირმა შეიძლება ცოტა დაგვაჩქარა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.