რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის" მიერ 2017 წელს ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა. ინფორმაციას "საპარტნიორო ფონდი" ავრცელებს.

ფონდის განცხადებით, კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით, „კლინიკების განვითარების კომპანიისა" და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია, თუმცა კლინიკის დირექტორმა მათი უმრავლესობა არ გაითვალისწინა და ხარვეზები არ გამოასწორა.

აქედან გამომდინარე, საპარტნიორო ფონდმა გადაწყვიტა, რომ საკითხის შესწავლის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართოს. ამასთან, ფონდი განმარტავს, რომ ავთანდილ იმედაძე ისევ რჩება თანამდებობაზე და ფონდი არ აპირებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნამდე კლინიკაში რაიმე ტიპის საკადრო ცვლილებებს, მათ შორის დირექტორის გადაყენებას.

„საპარტნიორო ფონდს" „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში გადაეცა.

გასულ წელს სს. „საპარტნიორო ფონდმა" 100% წილობრივი მონაწილეობით შპს „კლინიკების განვითარების კომპანია" ("Clinics Development Company" LLC) დააფუძნა და საკუთრებაში გადასცა აღნიშნული საავადმყოფო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×